ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 25 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი იქნება.

კომენტარები