თემურ ჭყონია

ჭყონია: ხვიჩა კვარაცხელიასთანაც მაქვს ფოტო გადაღებული, მაგრამ ნაპოლიში თამაშს არ ვაპირებ

წინანდალში გოგი ალექსი მესხიშვილის - გენიალური ხელოვანის გამოფენა იყო. ოჯახთან ერთად ერთი დღით ადრე ჩავედი, რომ მენახა, ჩვენი მეგობარია და საინტერესოა, როგორც ხელოვანი. იქ დამხვდა ხატია დეკანოიძე, რომელიც ჩემი მეგობარია. როდესაც პოლარიზაციაზე საუბრობენ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მეგობრები ერთმანეთს დაემალონ ბუჩქებში, მე ასე ვერ ვიცხოვრებ. კახა კალაძე ჩემი მეგობარია იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული აზრი აქვს. მილანში დავდიოდი მისი ფეხბურთის სანახავად. ფოტო მაქვს კვარაცხელიასთან გადაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაპოლიში ვაპირებ თამაშს.

ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია BMG-სთან ინტერვიუში.

კომენტარები