ქართული კინო

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მოხვდა

სარაევოს რიგით 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში სამი ქართული ფილმი მოხვდა.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას ავტოპორტრეტი ზღვაზე და გიორგი ფარქოსაძის რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს.

მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ელენე ნავერიანის ახალი ფილმის შაშვი შაშვი მაყვალი.

სამივე რეჟისორი კინემატოგრაფისტების პროტესტების მონაწილეა.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წელს დაფუძნდა და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია. 

კომენტარები