კოკა მორგოშია

მორგოშია სანქცირებაზე: არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, თუმცა დანიშნულების ადგილას ჩავიდა

ევროპაში ხშირად დავდივარ და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს დროებითი იქნება. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც მელიტონ ქანთარიას ჰქონდა ვიზა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ჩავიდა. ამიტომ, მეც მოვიფიქრებ რამეს [...] როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელი იყო და არის. არ ვიცი, კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება იქნება, მაგრამ ბიზნესის მიმართულებით მე არაფერი პრობლემა არ და ვერ მექნება. ამაზე ვიზრუნე და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის. თუ მოგზაურობაზეა საუბარი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კარგი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ. რა პრობლემაა.

თქვა ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერმა, კოკა მორგოშიამ. ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც 157 პარლამენტარისგან შედგება, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის წერილით მიმართავენ და Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.

მტკიცედ მოგიწოდებთ მიიღოთ "ალტ-ინფოს" ჯგუფზე და ჯგუფის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინ მორგოშიაზე მიმართული სანქციები". - ვკითხულობთ წერილში.

კომენტარები