პანამა

პანამის ყოფილ პრეზიდენტს ფულის გათეთრების ბრალდებით ათწლიანი პატიმრობა შეეფარდა

პანამის ყოფილ პრეზიდენტს, რიკარდო მარტინელის ფულის გათეთრების ბრალდებით 128-თვიანი(10 წელი და 8 თვე) პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის განმარტებით კომპანიები, რომლებმაც მარტინელის პრეზიდენტობის პერიოდში მომგებიანი სახელმწიფო კონტრაქტები მოიგეს, ფულის ნაწილით, ჯამში $43 000 000-ით, ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მედიის შესყიდვას ცდილობდნენ, თაღლითური სქემის უკან კი თავად პრეზიდენტი იდგა. შემთხვევა 2010 წელს მოხდა, ხოლო გამოძიება 2017 წელს დაიწყო. მედიაში გახმაურებულ საქმეს ახალი ბიზნესი შეარქვეს.

მარტინელი პოლიტიკაში მოსვლამდე ბიზნესით იყო დაკავებული. არჩევნების წინ მისი ქონება 1.1. მილიარდ დოლარს შეადგენდა. პანამის პრეზიდენტის თანამდებობას ბიზნესმენი 2009-2014 წლებში იკავებდა. 71 წლის მარტინელი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აპირებდა კენჭის ყრას.

კომენტარები