რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკული კომპანიები ნავთობის სექტორისთვის აღჭურვილობას მოსკოვს ომის შემდეგაც აწვდიდა – PBS

Reuters

PBS-ის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნავთობის საბადოების მომსახურების მიმწოდებლები ამერიკული კომპანიები რუსეთს აღჭურვილობას კვლავ აწვდიდნენ, რაც მას, სანქციების მიუხედავად, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებაში დაეხმარა. 

ნავთობის მომსახურე კომპანიები ახორციელებენ ბურღვას და ჭაბურღილების წარმოებას, მაგრამ, როგორც წესი, თავად არ ამუშავებენ წიაღისეულ საწვავს. ამერიკულ კომპანიებს შორის SLB ყველაზე დიდია, საბაზრო კაპიტალით დაახლოებით $81 მილიარდი.

უმსხვილესი კომპანიამ - SLB-მა, ყოფილმა Schlumberger-მა - შეინარჩუნა და ოდნავ გაზარდა კიდეც საკუთარი ბიზნესი მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტებმა ბაზარი დატოვეს. კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთში აღჭურვილობის ექსპორტს, რადგან Associated Press-ი ემზადებოდა გამოექვეყნებინა ანგარიში კომპანიების რუსეთთან ფინანსურ ოპერაციებზე.

AP-ის ცნობით, 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ რუსეთმა სექტორის ტოპ ხუთი ამერიკული კომპანიიდან - SLB, Baker Hughes და Halliburton-ის ლიდერობით, 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 5 500-ზე მეტი პროდუქტი ქვეყანაში შეიტანა.

B4Ukraine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელეონორ ნიკოლმა აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორისთვის აღჭურვილობის მიწოდება ამერიკული კომპანიების მხრიდან "ღრმად შემაშფოთებელია". 

Baker Hughes-მა და Halliburton-მა შეწყვიტეს მოსკოვისთვის ტექნიკის მიწოდება, მაგრამ გასულ კვირამდე SLB მაინც ყიდდა რუსეთში ტექნოლოგიას. 

აპრილში უკრაინამ SLB "ომის სპონსორი" სახელმწიფოდ დაასახელა. უკრაინაში სანქციების ხელმძღვანელმა, აგია ზაგრებელსკამ AP-ის უთხრა, რომ SLB-მ ფინანსურად ისარგებლა რუსეთში დარჩენით, რადგან მისმა კონკურენტებმა ბაზარი დატოვეს. 

SLB-ის სპიკერმა მოირა დაფმა უარყო, რომ SLB-ის მიწოდებები რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარებოდა. მისი განმარტებით, SLB-მ ნებაყოფლობით შეზღუდა გარკვეული აქტივობა შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ. 

"გავაგრძელეთ მხოლოდ იმ პროდუქტების მიწოდება, რომლის ნებასაც საერთაშორისო სანქციები გვაძლევდა". - თქვა კომპანიის სპიკერმა. 

ამის საპირისპიროდ, ნავთობის მთავარი კომპანიები, მათ შორის Exxon, Shell და BP, ცდილობდნენ დაეტოვებინათ რუსეთის ბაზარი შეჭრიდან მალევე. მათ გაავრცელეს განცხადება, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში დატოვებდნენ ბაზარს და ჩამოწერდნენ მილიარდობით აქტივებს. მართალია, რამდენიმე თვეში შეწყდა, თუმცა ზოგიერთი აქტივი ჩამოუწერელი დარჩა: საჯაროდ კომპანიებმა აღნიშნეს, რომ BP-მ $24,4 მილიარდი, Shell-მა $4,2 მილიარდი და Exxon-მა $4 მილიარდის ოდენობის აქტივები ჩამოწერეს. 

კომენტარები