რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის თქმით, ნახევარკუნძულზე დრონით იერიში მიიტანეს

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აკსიონოვი ირწმუნება, რომ ნახევარკუნძულზე დრონით იერიში კვლავ მიიტანეს.

აკსიონოვის თქმით თავდასხმა მიიტანეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტზე. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა მოზარდი გოგო და დაშავდა 4 ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე მიტანილი იერიშების პარალელურად, რუსეთი ბოლო დღეებში ყირიმზე თავდასხმებთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს. ამას გარდა, გასულ დღეს, 19 ივლისს ყირიმზე მდებარე პოლიგონი იწვოდა.

კომენტარები