რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრო კულება ერთდღიანი ვიზიტით პაკისტანში ჩავა

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 20 ივლისს ერთდღიანი ვიზიტით პაკისტანში ჩავა.

"მოსალოდნელია, რომ ეს (შეხვედრა) ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირის შემდგომ განმტკიცებას შეუწყობს ხელს". - ნათქვამია განცხადებაში.

კულება თავის პაკისტანელ კოლეგას, ბილავალ ბუტო ზარდარის და პრემიერმინისტრს, შეჰბაზ შარიფს შეხვდება.

ორ ქვეყანას შორის 1993 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს პაკისტანში უკრაინელი მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება.

ბოლო პერიოდში ისლამაბადმა ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და სავალუტო რეზერვების დასაზოგად რუსეთისგან ფასდაკლებული ნედლი ნავთობის იმპორტი დაიწყო. პარალელურად, ქვეყანას ხორბალი შემოაქვს უკრაინიდან.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულებას ვიზიტის დღის წესრიგი არ გაუსაჯაროებია.

კომენტარები