Animal Project

20 ივლისს, ზუგდიდში, კომპანიონ ცხოველებზე ცნობიერების ამაღლებისთვის ღონისძიება გაიმართება

20 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ორგანიზაცია Animal Project კომპანიონ ცხოველებზე ცნობიერების ამაღლებისთვის, განსაკუთრებულ ღონისძიებას Feel The PAWer of love in Zugdidi გამართავს.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემის შესახებ და ამ პრობლემის მოგვარებაში უფრო მეტად ჩართვა.

Animal Project-ის ღონისძიება მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენას სხვადასხვა საჩუქრით, საბავშვო გასართობ კუთხეს, ფოტო-გამოფენას, ვეტერინარის საჯარო ლექციას და სხვა მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს.

გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საინფორმაციო მასალებს. ტერიტორიაზე იქნება კვების ობიექტები და საქველმოქმედო ბაზრობა. ღონისძიება გაფორმდება მუსიკით.

"ორგანიზაცია Animal Project-ის მთავარი მიზანია, მიუსაფარი ცხოველების ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ, ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების სტრატეგიის აღსრულება და მოსახლეობის მეტი ჩართულობა". – ერთ-ერთი ორგანიზატორი ნათია ჩიქოვანი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კომენტარები