შუახევი

შუახევში 2 ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს დათვი დაესხა – ბათუმელები

გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, შუახევში, სოფელ დაბაძველში, 2 ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს დათვი დაესხა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს.

ბათუმელების ცნობით, 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, როცა დათვის ბელები ნახეს, შემდეგ კი  მათ დედა დათვი დაესხა თავს.

მისი თქმით, წელს ძალიან ბევრი დათვია სოფელში და მის შემოგარენში. დათვები საცხოვრებელ სახლებთანაც მიდიან ახლოს.

კომენტარები