რუსეთი

რუსეთში ათასობით სახელმწიფო მოხელეს iPhone-ის გამოყენება აეკრძალა

ფოტო: somagnews.com

ჯაშუშობის შიშით რუსეთში ათასობით სახელმწიფო მოხელეს iPhone-ისა და სხვა Apple-ის ტექნოლოგიების გამოყენება აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა. 

ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენება თანამშრომლებს ასევე ასევე აუკრძალა ციფრული განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო კომპანია Rostec-მა. 

"სამინისტროებში უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც საჯარო თანამდებობის მქონე FSB-ს თანამშრომლები არიან, დააანონსეს, რომ iPhone-ი აღარ იყო უსაფრთხო და საჭიროა ალტერნატიული საშუალებების მოძიება". – ამბობს რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყების თანამშრომელი. 

მოსკოვის კამპანია Apple-ის წინააღმდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც ივნისში FSB-მ განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვა რუსეთში ჯაშუშობისთვის Apple-ის ტექნოლოგიებს იყენებს.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველამ იცის, რომ iPhone-ი სრულად გამჭვირვალე მოწყობილობაა და მისი გამოყენება ოფიციალური მიზნებისთვის მიუღებელი და აკრძალულია". – თქვა პესკოვმა ივნისში. 

Apple-მა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ არასდროს უმუშავია არცერთ მთავრობასთან საკუთარი პროდუქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად. 
 


 

კომენტარები