მიხეილ სააკაშვილი

საგარეომ მიხეილ სააკაშვილთან ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით პოლონეთის ელჩი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს და ბიოლოგიური ნიმუშის სავარაუდო გატანის მცდელობას შეეხებოდა.

საგარეო უწყებაში დაბარებული იყო პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკიევიჩი, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება.

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

უწყებამ ვიდეომასალაც გაავრცელა:

კომენტარები