რუსეთი

აღვკვეთეთ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობის მცდელობა – რუსეთის FSB

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ინფორმაციით, მათ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტი ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს. მათი თქმით, დანაშაულის უკან უკრაინის დაზვერვა იდგა, რომელსაც სიმონიანისა და სობჩაკის მოკვლა ნეონაცისტური ჯგუფის Paragraph-88-ის მეშვეობით სუდათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საგამოძიებო კომიტეტთან და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აღკვეთა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი RT არხისა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Russia Today-ის მთავარი რედაქტორის მკვლელობა. არსებული მონაცემებით, ასევე დაგეგმილი იყო ქსენია სობჩაკის მკვლელობა" - წერია განცხადებაში.

ფსბ-ს ინფორმაციით, 14 ივლისს მათ ნეო-ნაცისტური ჯგუფის Paragraph-88 წევრები მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს, სადაც დაკავებულები თავიანთ სამიზნეებს სამუშაოსა და საცხოვრებელ ადგილებში უთვავალთვალებდნენ.

"საგამოძიებო ღონისძიებების დროს მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მკვლელობის მცდელობის დაგეგმვა დაადასტურეს, თითოეული მკვლელობისთვის 1,5 მილიონი რუბლის ჯილდოს სახით." - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა Insider-ის ინფორმაციით, დაკავებულებისაგან აღიარებითი ჩვენება ფსბ-მ წამების საფუძველზე მიიღო.

კომენტარები