კრიმინალი

სროლა ახვლედიანის ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

გუშინ, 13 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე სროლა იყო. ტაბულას ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.  

როგორც ადგილობრივებმა მედიას უთხრეს, გვიან ღამით 10-მდე გასროლის ხმა გაიგონეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები