სტანისლავ რჟიცკი

ბრალდებულმა კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის მკვლელობა აღიარა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, კრასნოდარის ყოფილი მეთაური, სერგეი რჟიცკი
social media/e2w

სერგეი დენისენკომ, რომელიც კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის, სტანისლავ რჟიცკის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, დაკითხვაზე ბრალი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური სასამართლოს დენისენკოს დაკავების მოთხოვნით ხუთშაბათს, 13 ივლისს მიმართავს. 

გარდა ამისა, დენისენკო რჟიცკის დანაშაულის მეორე დღესვე დააკავეს. 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, სტანისლავ რჟიცკი, რომელიც უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა, 10 ივლისს მოკლეს

უკრაინის დაზვერვის პრესსამსახურის ცნობით, რჟიცკი 10 ივლისს კრასნოდარის პარკში იმყოფებოდა, რა დროსაც დაახლოებით 06:00 საათზე "მაკაროვის" პისტოლეტიდან 7-ჯერ ისროლეს. ამავე ინფორმაციით, რჟიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის ცნობით კი, წყალქვეშა ნავი, რომლოს მეთაური რჟიცკი იყო, შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების მიტანაში მონაწილეობდა. 

კომენტარები