რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. 2023 წლის 12 ივლისი.
CNN

ვილნიუსში NATO-ს ორდღიანი სამიტის დასასრულს გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმ,ა ჯო ბაიდენმა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ  კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ჩვენ არ ვიტყვით უარს. პირობას ვდებ. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღესაც, ხვალაც და რამდენი ხანიც დასჭირდება. შეერთებულმა შტატებმა შექმნა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია იმისათვის, რომ უკრაინამ თავი დაიცვას, და როგორც ახლა, ამის გაკეთებას მომავალშიც შეძლებს." - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად თითქმის წელიწადნახევრიანი ომისა, უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მისივე თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს სამართლიანი პირობებით, რომლებიც დაიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ძირითად პრინციპებს - სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ მეზობელს ტერიტორია ძალით წაართვას. რუსეთს შეუძლია დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინაში ძალების გაყვანით. აღიაროს მისი საერთაშორისო საზღვრები და შეწყვეტო თავდასხმები,  არაადამიანური თავდასხმები. სამწუხაროდ, რუსეთმა აჩვენა, რომ დიპლომატიური შედეგი არ აინტერესებს." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

კომენტარები