აშშ-ჩინეთი

ჩინელმა ჰაკერებმა Microsoft-ის ხარვეზის გამოყენებით აშშ-ს სახელმწიფო მეილებში შეაღწიეს

Justin Lane/EPA-EFE/Shutterstock

ჩინელმა კიბერჯაშუშებმა Microsoft-ის Cloud სისტემაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზის გამოყენებით აშშ-ს სახელმწიფო ელექტრონული ფოსტის არასაიდუმლო ანგარიშებზე წვდომა მოიპოვეს

თეთრი სახლის თქმით, პრობლემა, რომელიც Microsoft cloud-ის არასაიდუმლო სისტემების უსაფრთხოებაზე ახდენდა გავლენას, ივნისის შუა რიცხვებში აშშ-ს მთავრობამ აღმოაჩინა.

"ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ Microsoft-ს დაუცველობის წყაროს აღმოსაჩენად. ჩვენ ვაგრძელებთ აშშ-ს მთავრობისთვის სერვისების მომწოდებლების უსაფრთხოების კრიტიკულ დონეზე დაყენებას". - თქვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ადამ ჰოჯესმა.

Microsoft-მა 11 ივლისს გაამჟღავნა, რომ "ჩინეთში დაფუძნებული" აქტორის თავდასხმა შეასუსტა. კომპანიის თქმით, აქტორი ძირითადად დასავლეთ ევროპის სამთავრობო უწყებებს იღებს სამიზნედ და ჯაშუშობასა და მონაცემთა ქურდობაზეა ფოკუსირებული.

იმ ელექტრონული ფოსტის ამერიკული ანგარიშების ზუსტი რაოდენობა, რომლებში შეღწევაც ჯაშუშებმა მოახერხეს უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, თავდასხმა მიზანმიმართული იყო და კონკრეტულ მეილებში შეღწევას ისახავდა მიზნად. FBI საქმეს უკვე იძიებს.

კომენტარები