სერბეთი

აშშ-მ დაასანქცირა სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს დირექტორი

აშშ-მ დაასანქცირა სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს დირექტორი, ალექსანდარ ვულინი. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. 

ალექსანდარ ვულინს ბრალად ედება ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილება, ნარკოტიკით ვაჭრობა და საჯარო სამსახურის ბოროტად გამოყენება. 

ამავდროულად, აშშ-ს განცხადების მიხედვით, ვულინი საჯარო თანამდებობას იყენებდა რუსეთის იმ ქმედებების მხარდასაჭერად, რაც ძირს უთხრიდა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და რუსეთს გავლენის მოხდენის დამატებით ბერკეტებს სძენდა. 

სანქციების შესაბამისად მოხდა აშშ-ში არსებული ვულინის ქონების კონფისკაცია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი. მან უარყო აშშ-ს ბრალდებები და აღნიშნა, რომ ვულინს სანქციები არა დანაშაულის ჩადენის, არამედ რუსეთთან ურთიერთობის გამო დაუწესდა. 

ალექსანდარ ვულინი უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორობამდე ასევე იკავებდა შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალური საკითხთა მინსტრის, თავდაცვისა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებს. 

კომენტარები