ნინო ხარატიშვილის რომანის, მერვე სიცოცხლის მიხედვით გერმანიაში სერიალს გადაიღებენ. გერმანულენოვანი ქართველი მწერლის ნაწარმოების ადაპტაციაზე ემის მფლობელი სტუდია The Ink Factory იმუშავებს. სერიალზე ასევე ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმის, All Quiet on the Western Front-ის შემქმნელი კომპანია Amusement Park იმუშავებს.
"მერვე სიცოხლე თამამი, ემოციური და დამოუკიდებელი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც წარსულსა და აწმყოში მცხოვრები ქალების ხმას მკაფიოდ გვაგონებს". – აცხადებს Amusement Park.
ნინო ხარატიშვილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორია. 2014 წელს გამოსცა თავისი რომანი მერვე სიცოცხლე. წიგნმა ავტორს ბუკერისა და დუბლინის პრემიები მოუტანა. ამ დროისთვის, მსოფლიოში მერვე სიცოცხლის მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
"წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება". – ამ სიტყვებით აფასებს ხარატიშვილის რომანს გერმანელი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორი ნორბერტ კრონი.