ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი და აღნიშნეს, რომ იმედოვნებენ, საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
"ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის), როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილის შესრულების შემდეგ". - ვკითხულობთ კომუნიკეში.
ამასთან, ალიანსმა დაადასტურა მზადყოფნა, სრულად გამოიყენონ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
"ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად მისდიოს ANP-ს". - წერია დოკუმენტში.
ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინაორებს, სადაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების სამი ნაბიჯი წარადგინა:
NATO-ს სამიტი დღეს, 11 ივლის დაიწყო და ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.