რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით იმუქრება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებსა და აღმოსავლეთ ევროპაში სხვა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით იმუქრება.

მედვედევი ასევე ახსენებს რუსული ტელეგრამ-არხის, Mash-ის დაუდასტურებელ ცნობებს, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე და კალუგას რეგიონში სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებით ცდილობდნენ. როგორც მედვედევი წერს, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტები წარმატებით მოიგერიეს.

"თუ NATO-ს მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობა სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე დადასტურდება, მაშინ აუცილებელია, განვიხილოთ რუსეთის მხრიდან პარალელური იერიშების მიტანის სცენარი სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, როვნოს ატომურ ელექტროსადგურზე და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული ობიექტებზე. აქ არაფერია სამარცხვინო". - წერს მედვედევი. 

კომენტარები