მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩრდილოვანი მმართველობა ენმ-ში არ ყოფილა და არ იქნება, მე ვარ ამის გარანტია

არავის ვურჩევ ნაციონალური მოძრაობის ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან.

[…] ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით - 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე "ძალა ერთობაშია". დღეს ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს.

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დროებასთან ინტერვიუში. პარტიაში არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-ში ჩრდილოვან მმართველობასა და დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გავლენებზე საუბრობდა. 

კომენტარები