რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი მოელის, რომ პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვევა

Mikhail Svetlov/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვავა, მასთან განსახილველი თემები რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე.

"მე განვიხილეთ ეს საკითხი პუტინთან და პუტინი ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კვლავ პირისპირ ვისაუბროთ ამ საკითხზე". - აღნიშნა ერდოღანმა ზელენსკისთან საუბრისას.

ერდოღანი: უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი

ზელენსკი თურქეთში 7 ივლისის ღამით ჩავიდა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა "მშვიდობის ფორმულაზე", NATO-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, ამასთან, უკრაინის აღდგენასა და უკრაინულ და თურქულ კომპანიებს შორის თავდაცვის კონტრაქტებზე.

კომენტარები