რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი

REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას,თურქეთის ლიდერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს იყოს NATO-ს წევრი. 

"უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი. და კიდევ ერთხელ, თქვენი თანდასწრებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავინ წააგებს სამართლიანი მშვიდობის დადგომით". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება.

"ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ბაზარზე ლიდერობენ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თავიანთი ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან". - აღნიშნა ერდოღანმა. 

კომენტარები