NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: სამიტზე ვისაუბრებთ საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე

ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ეს გზავნილი და წინა სამიტზეც გავიმეორეთ, რომ გვჭირდება, გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმ პარტნიორებთან, რომლებიც მოწყვალდები არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართებით.

მომავალ სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, მე მოველი, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს უფლებისა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, იყოს გარე ჩარევისგან თავისუფალი. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რომლებიც მას საქართველოში განთავსებული ჰყავს საქართველოს მთავრობის ყოველგვარი თანხმობის გარეშე, ასევე, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო თამაშობს NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებაში. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება მთავარი განსახილველი თემა, რადგან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში მიმდინარეობს, თუმცა, ამასთან ერთად, ვისაუბრებთ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა.

აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11 და 12 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები