ისრაელი-ერაყი

ერაყში დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლამ ისრაელის მოქალაქე, მკვლევარი - ელიზაბეთ ცურკოვი დააკავა

ელიზაბეთ ცურკოვი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის მოქალაქე, მკვლევარი - ელიზაბეთ ცურკოვი, რომელიც თვეების განმავლობაში დაკარგულად იყო მიჩნეული, ერაყში რადიკალურ დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ჰყავს დაკავებული. 

36 წლის ელიზაბეთ ცურკოვი, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტია, ირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლამ მარტში დააკავა, როდესაც ის ბაღდადის კაფეს ტოვებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცურკოვის ოჯახის წევრები ავრცელებენ. 

ისრაელის მთავრობა იუწყება, რომ ელიზაბეთ ცურკოვი ისრაელისა და რუსეთის პასპორტებს ფლობს და ერაყში რუსული პასპორტით შეაღწია. ის ქვეყანაში აკადემიური კვლევის ჩატარების მიზნით ჩავიდა. 

"ელიზაბეთ ცურკოვი ამ დროისთვის ცოცხალია და მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას ერაყს ვაკისრებთ. ის აკადემიკოსია, რომელიც ერაყს საკუთარი ინიციატივით, რუსული პასპორტით ეწვია, რათა სადოქტორო ნაშრომზე ემუშავა და პრინსტონის უნივერსიტეტის სახელით კვლევა ჩაეტარებინ. ელიზაბეთ ცურკოვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით, საკითხის გარშემო ისრაელის სახელმწიფოში შესაბამისი მხარეები მუშაობენ". - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

არსებობს საფრთხე იმისა, რომ ერაყმა დაკავებული სტუდენტი ირანის მხარეს გადასცა, თუმცა ამ დროისთვის ამის არანაირი მტკიცებულება არ მოპოვება. 

კომენტარები