ამერიკის მეგობართა კლუბი

ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი, ილია ზუკაკიშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 2023 წლის 4 ივლისი.
დოლორეს ბილბაო/ტაბულა

4 ივლისს ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის 247-ე იუბილეს აღსანიშნი ღონისძიება ჩაატარა. საზეიმო მიღება რესტორანი ეთნოგრაფის ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიება სიტყვით გახსნა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ის ამერიკელ ხალხს, ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და ამერიკელ ახალგაზრდებს მიულოცა. ზუკაკიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გულშემატკივარია.

"ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, ამერიკელები ხმამაღლა იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, დასავლურ გზასა და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს რუსეთის ოკუპაციისგან". – თქვა ილია ზუკაკიშვილმა.

ეს ამერიკის მეგობართა კლუბის მიერ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი რიგით მე-13 ღონისძიებაა.

ღია მიღებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დიპლომატები, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი. ასევე საპატიო სტუმრების სახით, საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებიც.

ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა. მან აშშ-სთვის დამოუკიდებლობის დღისა და ამ დღით განპირობებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ის აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობასაც შეეხო.

"საერთო ძირეული ღირებულებები - თავისუფლების, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა, არის ის, რაც აშშ-სა და საქართველოს აკავშირებს. ჩვენი ორი ერი იზიარებს ამ ძირეულ ღირებულებებს და პატივს სცემენ მათ. სწორედ ამას ვხედავთ ერთმანეთში, როცა ერთად აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობას, თუ საქართველოს დამოუკიდებლობას". – თქვა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში მადლობა გადაუხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტსა და სხვა წარმომადგენლებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სპონსორებს: მთავარ პარტნიორს, აფთიაქების ქსელ PSP-ს, რესტორან ეთნოგრაფს, ლიბერთი ბანკს, გორგიას, KVG-ს, ბორჯომს, Sevsamora Resort & Spa-ს, Ener.ge-ის, Marriott-ს, Moxy Hotels-ს, მაკდონალდს, MARANI-ს, Silkhospitality-ის, Radisson-ს, Tsinandali Estate-ს, Park Hotel-ს, Republic-ს, დომინოს პიცას, Ambassador Group-ს, The Biltmore-ს, ისი პარის, Natali Group-ს, ხორცპროდუქტების კომპანია ვაკეს. KEDI/momentum-ს, სარაჯიშვილს, GASB-ს, კოკა-კოლას, GDM-ს, Front News-ს, WT GROUP-ს, პიელ ნატურალსს, სანდლერის კლინიკას, ფორბსს, ტაბულას, სამედიცინო ცენტრ მედ.კოსა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს.

კომენტარები