რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დამონტაჟებული ასაფეთქებლები და მოსკოვის ბრალდებები – რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

4 ივლისის საღამოს უკრაინაში უფრო აქტიური საუბარი დაიწყეს პროვოკაციაზე, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთი გეგმავდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსებმა ახლო მომავალში, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციის მომზადება დაიწყონ. ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა 2 ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებლებს გავს.

შემდეგში ეს სიტყვები დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

"ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე მოათავსეს ნივთები, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავს. შესაძლოა სადგურზე დარტყმის სიმულაცია". – თქვა ზელენსკიმ.

პარალელურად, ოკუპანტები საპირისპირო ბრალდებას ავრცელებენ. კომპანია როსენერგოატომის უფროსის მოადგილე, რენატ კარჩაა ირწმუნება, რომ 5 ივლისის ღამეს უკრაინელები ატომურ სადგურზე თავდასხმას გეგმავენ.

ამ მოვლენების ფონზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში. 

კომენტარები