რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ჯარისკაცები ბრძოლაზე უარს ამბობენ და შეიარაღებას ანადგურებენ – უკრაინის გენშტაბი

ზაპორიჟიეს ოლქში 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა რუსული არმიის რიგებში ბრძოლაზე და გაანადგურა რუსული იარაღი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული სამხედრო ოპერაციების და რუსეთის მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგების ფონზე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას ნებართვის გარეშე."- წერს გენშტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებას აგრძლებენ. მაგალითად, რუსი სამხედრო ლიდერები თავიანთ ჯარისკაცებს ხერსონის ოლქის იმ ტერიტორიებზე ასახლებენ, სადაც ჯერ კიდევ მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.

კომენტარები