ქართული ოცნება

წილოსანი ღარიბაშვილს: ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მე გეტყვით მადლობას

ბატონო პრემიერო, რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან მადლობას იმისთვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რომ სანქციების გვერდის ავლის რისკები დააიდენტიფიციროს და ამის ხელშემწყობი ქვეყანა არ გახდეს - ამისთვის დიდ მადლობას მე გეტყვით თქვენ და თქვენს სამთავრობო გუნდს, რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემა გაქვთ და დიდი ძალისხმევაა ჩადებული იმისთვის, რომ ქვეყანას ჩრდილი არ მიადგეს და რეპუტაციული ზიანის ქვეშ არ მოექცეს. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც ოპოზიცია პირველ პირში საუბრობდა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამტკიცებდა, რომ საქართველო სანქციების თავიდან არიდების ხვრილია და ამ თავისი რიტორიკითა და ცრუ განცხადებებით პირდაპირ, მიზანმიმართულად ვნებდა ქვეყანას, თუმცა, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, ზუსტად ამ მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის.

ბატონო პრემიერო, რადგან აქ ოპონენტები სათანადოდ ვერც მშვიდობას აფასებენ და კმაყოფილებას არც ამაზე გამოხატავენ და უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავზე ბომბები გვცვიოდეს, ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მე გეტყვით მადლობას, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენ და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით, რომ მშვიდობა უზრუნველგვეყო იმ პირობებში, როდესაც 2022 წლიდან მოყოლებული, ირგვლივ ცეცხლის ალში ვართ და ძალიან დიდია რისკი, რომ ქვეყანა ამ ომში იყოს ჩათრეული. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. დღეს, 30 ივნისს პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.

კომენტარები