NATO-პოლონეთი

მორავიეცკი: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა.

მორავიეცკის თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების გეგმის ფონზე, პოლონეთს სურვილი აქვს NATO-ს ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბირთვული გაცვლის პროგრამაში.

"საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ და ალიანსის წევრ პარტნიორებზე. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ამ საკითხის სწრაფად გადაჭრის შესახებ". - თქვა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემირის თქმით, ოფიციალურ ვარშავას "არ სურს გულხელდაკრეფილი იჯდეს, როდესაც პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ქმნის".

ბირთვული გაცვლა – NATO-ს ბირთვული პროგრამაა, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს მიაწოდონ ბირთვული ქობინები ისეთ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვს. 2009 წლის ნოემბრიდან პროგრამის ფარგლებში აშშ-მ ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდესა და თურქეთში განათავსა.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ამავე დღეს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პროცედურა უკვე დაწყებულია.

კომენტარები