NATO-პოლონეთი

მორავიეცკი: პოლონეთში NATO-ს იარაღების საწყობების მშებლობა გაგრძელდება

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთში NATO-ს იარაღების საწყობების მშებლობა გაგრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ მორავიეცკიმ აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გამგზავრებამდე ისაუბრა.

"ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შევქმნით ლოგისტიკურ ბაზებს, იარაღის საწყობებს. NATO-ს კუთვნილი რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსდება. ამის წყალობით, ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიქნებით". - აღნიშნა. მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ზემოხსენებულ საწყობებში ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა სამხედრო ტექნიკა შეინახება, რაც ალიანსს "აღმოსავლეთ ფლანგის სწრაფად გააქტიურების" საშუალებას მისცემს. მორავიეცკის შეფასებით, მხოლოდ ზემოხსენებული მზადყოფნა კი შეაკავებს მტრებს.

5 აპრილს პოლონეთის ქალაქ პოვიძში ლოგისტიკურ-ტექნიკური კომპლექსი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო ტექნიკის ხანგრძლივი შენახვა და განახლება იგეგმება. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში რამდენიმე ათასი საბრძოლო ტექნიკა შეინახება, მათ შორის, ტანკები, საბრძოლო მანქანები და არტილერია.

მატეუშ მორავიეცკი აშშ-ს უახლოეს დღეებში ეწვევა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერი აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კომენტარები