ღარიბაშვილი პარლამენტში

პრემიერი NATO-ზე: სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ

კითხვები დაისვა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით. საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით. ვნახოთ... ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისევე, როგორც მათ გააჩინეს - გახსოვთ, MAP-ის თაობაზე მთელი კამპანია აწარმოეს, რომ MAP-ს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც MAP-ი ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან ეს დიდი პროვოკაცია.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში. 

კომენტარები