ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი ღარიბაშვილს: მადლობა, რომ ომი არ არის და მომტირალი დედები არ არიან

ბატონო ირაკლი, წინა კვირაში დიდუბის რაიონში 204-მა ახალგაზრდამ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ისინი ძალიან დიდ ღონისძიებაზე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე თქვენთან ახალგაზრდების კითხვებიცა და დანაბარებიც იქიდან წამოვიღე. პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ომი არ არის, საქართველოს გენოფონდი არ ნადგურდება და მომტირალი დედები არ არიან. 

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები