ქართული ოცნება

მგალობლიშვილი: ჟურნალისტისთვის არ შემიგინებია, კაცი იდგა ძალიან უწმაწური წარწერით

ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი უარყოფს, რომ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს შეაგინა. მისივე მტკიცებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაცს, რომელიც პარლამენტთან "ძალიან უწმაწური" წარწერით იდგა.  

"ვინ არის ნანუკა ქაჯაია? ვისაც შევაგინე, იმან გაიგო... კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით, ჩემი საქმეა, როგორ ვუპასუხებ. ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. [არ შემიგინებია ჟურნალისტისთვის] როგორ გეკადრებათ.. მე ვუთხარი, ვინც ეს წარწერა მას დააწერინა, ნანუკასთვის არ შემიგინებია". - უთხრა მან ტელეკომპანია პირველს პარლამენტში.  

"წადი შენი დედაც..." - მიმართა ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტს პარლამენტის შესასვლელთან. ჟურნალისტი მისგან კითხვაზე პასუხის მიღებას ცდილობდა. 

კომენტარები