რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩვენმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით წაიწიეს წინ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი 15 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით. უკრაინას ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით, ხოლო კლეშეევკას მიმართულებით 1200 მეტრით წაიწიეს წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს

"ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით. ჩვენები მძიმე ბრძოლაში მტერს ხელიდან გლეჯენ მიწის თითოეულ მეტრს. აქვთ წარმატებები". - წერს მალიარი.

მისვე თქმით, რუსეთი თავდაცვის მიზნით ახორციელებს ყველა რეზერვის მობილიზებას, მათ შორის, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის, "რომელიც თავის დროზე ხერსონიდან გაიქცა".

მალიარის თქმითვე, უკრაინელები სამხრეთის მიმართულებით წარმატებს აღწევენ და ზარალს აყენებენ მტერს. 

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ამ სექტორში ოპერატიული ინიციატივა აიღეს.

"მტერი ცდილობს პოზიციების დაკავებას, ახორციელებს კონტრშეტევებს, მაგრამ მიღებული დანაკარგების შემდეგ თანდათან უკან იხევს". - აღნიშნავს მალიარი. 

მალიარი ხაზს უსვამს, რომ ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება. 

კომენტარები