ჩინეთი-ახალი ზელანდია

ჩინეთმა "პარტნიორ და მეგობარ" ახალ ზელანდიასთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, კრის ჰიპკინსი და ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი. 2023 წლის 28 ივნისი
JADE GAO/Pool via REUTERS

28 ივნისს ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა და ახალი ზელანდიის პრემიერმა, კრის ჰიპკინსმა პარტნიორობის შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტის დროს ჰიპკინსის ძირითადი ფოკუსი ახალი ზელანდიის ექსპორტის გაზრდაზე იყო მიმართული. ორი მხარე ერთობლივი დეკლარაციით ვაჭრობის გაფართოებაზე შეთანხმდა.

27 ივნისს ჰიპკინსი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც შეხვდა, რომელმაც ახალ ზელანდიას "მეგობარი და პარტნიორი" უწოდა.

პეკინთან პოზიტიური კავშირების შენარჩუნებასთან ერთად, ახალი ზელანდია ჩინეთში ადამიანის უფლებებსა და ტაივანის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებულ შეშფოთებასაც უერთდება. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, შეხვედრებზე მან ეს საკითხებიც წამოჭრა.

კომენტარები