NASA-ს მთვარის მისია

NASA მთვარის ნიადაგის სატესტო გათხრების დაწყებას გეგმავს

REUTERS/Joe Skipper

NASA თვის ბოლოს მთვარეზე სატესტო საბურღ აპარატს გაგზავნის, 2032 წლისთვის კი მთვარის ნიადაგის უფრო მასშტაბური გათხრების დაწყება და გადამამუშავებელი ქარხნის გამართვა იგეგმება.

აშშ-ს კოსმოსური სააგენტო მთვარეზე რესურსებს შექმნის. თავდაპირველად მეცნიერები წყლისა და ჟანგბადის მარაგებს შექმნიან, მოგვიანებით რკინასა და იშვიათ მიწებზეც დაიწყება მუშაობა. ჟანგბადი მთვარის ნიადაგში ოქსიდების სახითაა შენახული. სააგენტო შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით ამ ჟანგბადის ამოღებას შეეცდება.

შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ამერიკელების მთვარეზე დაბრუნებას 2025 წელს დაგეგმილი არტემისის მისიით აპირებს. NASA მთვარეზე პირველად გაუშვებს ქალს და ფერადკანიან კოსმონავტს. მისია მიზნად ისახავს მარსზე მოგზაურობისთვის შესაბამისი გამოცდილების დაგროვებასაც.

კოსმოსური სააგენტოს ჯონსტონის კოსმოსური ცენტრის მეცნიერმა, ჯერალდ სანდერსმა თქვა, რომ არტემისის მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული შესაძლებლობების გაზრდაა. ინვესტორების მოსაზიდად NASA პოტენციური რესურსების, მათ შორის ენერგიის, წყლის და მთვარის ნიადაგის რაოდენობრივ განსაზღვრას ცდილობს. სანდერსის თქმითვე, მთვარის რესურსებზე წვდომის განვითარება მისიის ხარჯების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

კომენტარები