მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე: გაივსო საქართველო კიკუებით, დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტით

დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. კიკუ გახსოვთ, დათა თუთაშხიაში რომ არის. ესაა მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კუკუებით გაივსო საქართველო. არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე მრავალი გვყავს. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და ისე მოქმედებენ, რომ წარმოუდგენელია საბოლოო ჯამში რა უნდათ ჩვენგან, რას ერჩიან ამ საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რო არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი.

თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ.

კომენტარები