ახლახანს დავასრულე საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრების სერია - აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. პოზიტიური საუბრები, რაც ახლა ძალიან საჭიროა ყველა ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ საომარი მოქმედებები ფრონტზეც. მადლობა გადავუხადე ჩვენს პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად ეხმარება ჩვენს სამხედროებს წინსვლაში. ახლა რუსი ოკუპანტები ზარალდებიან, რაც ჩვენ გვჭირდება. მათი ყოველი დანაკარგი თავისუფლების გრძელვადიანი გაძლიერებაა.
ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ჯარების შემდგომი გაძლიერების საკითხი და მადლობას ვუხდი პარტნიორებს საჭიროებების გაგებისთვის - გრძელვადიანი საჭიროებების.
ვილნიუსში NATO-ს სამიტამდე სულ რაღაც 15 დღე რჩება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამიტს რეალური შინაარსი ჰქონდეს. მნიშვნელოვანი და მკაფიო შინაარსი. ვილნიუსში უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისკენ, როგორც ევროპაში, ისე მთლიანად ალიანსში.





