რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენმა თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი 15 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი Telegram-ზე წერს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაიწყეს.

"აღმოსავლეთის ძალების ჯგუფმა დღეს დაიწყო შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით- ორეხოვო-ვასილიევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოეს, კლეშჩეევკას, კურდიუმოვკას მიმართულებით. პროგრესი ყველა ფრონტზეა". - წერს მალიარი.

ამასთანავე, მალიარის თქმით, მტერი უშედეგოდ ცდილობდა წინსვლას კუპიანსკის, ლიმანსკის და მარინსკის მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, სამხრეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება შეტევის ყველა მიმართულებით.

კომენტარები