რუსეთი

რუსეთში შავი ჭირის პრევენციისთვის მომზადების რეკომენდაცია მთავარმა ექიმმა გამოსცა

რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, ანა პოპოვამ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოსამზადებელი რეკომენდაცია გამოსცა

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 23 ივნისს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

"უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულის უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოების და სამედიცინო ორგანიზაციების მზადყოფნა განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ჭირის წარმოშობისა და გავრცელების პრევენციას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულ დოკუმენტში, ამასთან, ვკითხულობთ, რომ რეგიონებისთვის რეკომენდებულია მოაწყონ მოსახლეობის ინფორმირება ჭირის პრევენციის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის ეპიდემიოლოგიური ჩვენებების მიხედვით იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.

ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ მონღოლეთში, მათ შორის რუსეთთან საზღვართან, შავი ჭირის 137-მდე ბუნებრივი კერაა აღმოჩენილი. 

კომენტარები