პირს ბროსნანი

პირს ბროსნანის სახლში უცხო პირი შეიჭრა

მალიბუში, ირლანდიელი მსახიობის, პირს ბროსნანის სახლში უცხო პირი შეიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

"ეჭვმიტანილი თავდაპირველად მეზობელი სახლის სამრეცხაო ოთახში შეიპარა, წყალი დალია და შემდეგ ბატონი ბროსნანის პირად საკუთრებაში გადავიდა და მისი სტუმრების სახლში შეიჭრა". – წერია პოლიციის განცხადებაში.

უცხო პირმა ბროსნანის სახლი სწრაფად დატოვა. პოლიცია სამართალდამრღვევს მანქანებითა და ერთი ვერტმფრენით გაეკიდა და დააკავა. ამჟამად პირი წინასწარი დაკავების კამერაში იმყოფება.

2021 წელს ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა სასამართლოს გზით თავყანისმცემელს მასთან და მის ოჯახთან მოახლოება აუკრძალა. უცნობი ქალი გარკვეული დროის განმავლობაში მსახიობს უთვალთვალებდა.

პირს ბროსნანი ბრიტანელი მსახიობია, რომელსაც საყოველთაო პოპულარობა ჯეიმს ბონდის ფილმებში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ცნობილი პერსონაჟი ბროსნანმა ოთხ ფილმში განასახიერა.

კომენტარები