ლუკ ბესონი

სააპელაციო სასამართლომ ლუკ ბესონი გაუპატიურების საქმეზე მეორედ გაამართლა

საფრანგეთის სასამართლომ ლუკ ბესონი გაუპატიურების საქმეზე მეორედ უდანაშაულოდ ცნო. ფრანგ რეჟისორს მსახიობი სენდ ვან როი უჩიოდა. 

ბესონს ბელგიელმა მსახიობმა პირველად 2018 წელს უჩივლა. 2019 წელს პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო საქმე შეაჩერა. 2021 წელს სასამართლომ პირველი სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა. ვან როი სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.

ვან როის თქმით ბესონმა სასტუმრო ბრისტოლში გააუპატიურა. რეჟისორმა ქალს სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა და შემდეგ მასზე იძალადა.

ბესონის თქმით ვან როისთან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა რეჟისორი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. 

კომენტარები