ფრენები ლარნაკა-თბილისის მიმართულებით

საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს

საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა - თბილისი - ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას შესრულდება".- ვკითხულობთ  განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

კომენტარები