იეზიდები

ISIS-ის წევრ გერმანელ ქალს იეზიდის მონად ფლობისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანელი ქალი, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს (ISIS-ის) შეუერთდა, იეზიდი ქალის მონად ფლობისთვის 9 წლით დააკავეს. ბრალდებული ასევე დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში.

ქალაქ კობლენცის სასამართლოს ცნობით, 37 წლის პირი ახალგაზრდა იეზიდ ქალზე სამი წლის განმავლობაში ძალადობდა მანამ, სანამ ისინი სირიასა და ერაყში ცხოვრობდნენ. ამას გარდა, სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი უბიძგებდა ქმარს, ეცემა და გაეუპატიურებინა მონა.

"ეს ყველაფერი ემსახურებოდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოესპოთ იეზიდური რწმენა". - აღნიშნეს პროკურორებმა სასამართლო პროცესის დაწყებისას, ჯერ კიდევ იანვარში. 

2014 წელს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იეზიდების ისტორიულ საცხოვრებელში, ჩრდილოეთ ერაყის სინჯარის რეგიონში შეიჭრნენ და წამოიწყეს, გაეროს შეფასებით, გენოციდური კამპანია. 

12 წელს გადაცილებული ათასობით კაცი და ბიჭი შეეწირა IS-ის მოთხოვნას ან შეეცვალათ მრწამსი ან მომკვდარიყვნენ. 7 000-მდე ქალი კი მონად გაჰყიდეს. 

მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც, პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა და მისმა ქმარმა მონად 2016 წელს შეიძინეს - მაშინ, როცა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში გადავიდნენ. 2019 წლისთვის ბრალდებულის ოჯახი სირიაში ქურთ მებრძოლებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი გერმანიაში რეპატრიაციის შემდეგ გასულ წელს დააკავეს.

სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა უარყო იეზიდი ქალის მონად ფლობა, მაგრამ თქვა, რომ მისთვის მეტი უნდა დაეშავებინა. დაზარალებული, რომელმაც მონობისგან გათავისუფლება 2019 წელს შეძლო, ქალის წინააღმდეგ ჩვენება თებერვალში მისცა, ამ კვირას კი განჩინებასაც დაესწრო. 

უკანასკნელ ხანებში გერმანიაში რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც ისლამური სახელმწიფოს ყოფილი წევრები იეზიდების მკვლელობისა და მათზე ძალადობის გამო გაასამართლეს. 

გასულ თვეს, გერმანიის სასამართლომ გამოსცა პირველი მსოფლიო გადაწყვეტილება, რომლითაც ისლამური სახელმწიფოს მიერ იეზიდი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა.

კომენტარები