რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ბირთვული რაკეტების საბრძოლო მოქმედებებისთვის განლაგება ახლო მომავალში იგეგმება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ახალი თაობის Сармат-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ათი ან მეტი ბირთვული ქობინის ტარება შეუძლიათ, საბრძოლო მოქმედებებისთვის უახლოეს პერიოდში განლაგდება. ამის შესახებ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულთან მიმართვის დროს ისაუბრა.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთის ბირთვული ძალების ტრიადის მნიშვნელობა, რომლის გაშვებაც როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდანაა შესაძლებელი.

"აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ბირთვული ტრიადის განვითარებაა, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტია. სტრატიგიული სარეკო ძალების დანაყოფების და ფორმირებების თითქმის ნახევარი Ярс-ის ტიპის სისტემებით არის შეიარაღებული. ამავდროულად იგეგმება, სამხედროების თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და Авангард-ის ტიპის ულტრაბგერითი ქობინებით შეიარაღება". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, Сармат-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა "ახლო მომავალში" იგეგმება.

პრეზიდენტის გარდა, სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ "კოლექტიური დასავლეთი" რუსეთის წინააღმდეგ "რეალურ ომს" აწარმოებს.

კომენტარები