ავტოსაგზაო შემთხვევა

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა, შემდეგ კი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები