მინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით. იცით, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო. გვყავს გამარჯვებული კომპანია, ეს არის თეგეტა მოტორსი. ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. თბილისს 160 ერთეული, MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები მიეწოდება. პირველ ეტაპზე, 2024 წლის 1-ელ აპრილამდე 50 ავტობუსი შემოვა, დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე [...] ახალ ავტობუსს 162 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება. აქედან, 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
tbl.ge/6ewo
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი




