თაღლითური სქემები

თაღლითური სქემები და ტურისტებისთვის ფულის გამოძალვა – სპეცოპერაციებისას 8 პირი დააკავეს

თაღლითური სქემებით ფულის გამოძალვის თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციებისას რვა პირი დააკავეს. საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის, კოსტავას ქუჩაზე არსებულ კლუბში. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითური სქემით გამოძალვას.

"სპეციალური საპოლიციო მოქმედება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე. დაკავებულია რვა პირი. საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება.  დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – თქვა  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

კომენტარები